სტალინის ღამის კოშმარი

სტალინის ღამის კოშმარი

ერთ დროს საბჭოთა სადემონსტრაციო ნიმუში, „უკრაინა“, ახლა ევროპის ყველაზე მდიდრულ სასტუმროს წარმოადგენს.

მოსკოვის „კუტუზოვსკი“ პროსპექტიდან ხმამაღალი, შემაშფოთებელი ხმაური მოდის, როგორც გაბრაზებული ბზიკების ბუდიდან. ხმა ახლოვდება – მბზინავი წითელი Ferrari თავის ადგილს იკავებს. მის გვერდით ორი ქალი თეთრ Porsche Cayenne-ში მას ყურადღებას არ აქცევს. ორივე მანქანა ლუქსის კლასის ავტომობილებით გავსებულ სადგომზე შედის, რომელიც Radisson Royal-ს, წინათ საკულტო სასტუმრო „უკრაინას“, ეკუთვნის. აქ ამ მანქანების დანახვა იგივეა, რაც სამყაროების შეჯახების ნახვა.

ერთ-ერთი ცათამბჯენი, იოსებ სტალინის „შვიდი დიდან“ (სტალინის ცათამბჯენებიდან) – ზესახელმწიფოს აღმავლობის სიმბოლოებიდან – 34-სართულიანი „უკრაინა“, მისი გახსნის შემდეგ, 1957 წლიდან, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა ყველაზე მაღალ სასტუმროს მსოფლიოში და შიდა საბჭოთა პოლიტიკური ინტრიგების ეპიცენტრს. სასტუმრო კვლავ ინარჩუნებს განსაკუთრებულ, წარსულიდან შემორჩენილ სილამაზეს, გასული ეპოქის სტილს, რითაც მუდმივად გაჯერებულია მოსკოვი: ბაროკოს გვერდითაა გოტიკა, რომელიც მეზობლობს რუსულ იმპერიულ სტილთან. უყურებთ ამ მონუმენტურ ნაგებობას მდინარე მოსკოვის თავზე, თავისი საკუთარი ნეონის კირილიცის ჰორიზონტით და თითქმის გესმით სტინგის ომის წინააღმდეგ მიმართული სიმღერა „Russians“ („რუსები“).

მაგრამ სტალინი საფლავში გადაბრუნდებოდა, რომ დაენახა ეს ადგილი ახლა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში გოდი ჩაერია.

ახალი ათასწლეულის ზღურბლზე „უკრაინა“ თავისი თავის გაცრეცილ ჩრდილს დაემსგავსა. მაშინ, 2005 წელს, ის აუქციონზე მშვიდად შეისყიდეს მილიარდერმა მშენებლებმა გოდ ნისანოვმა და ზარაჰ ილიევმა (მათ განაწილებული აქვთ 34-ე ადგილი Forbes რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში), რომლებმაც მაშინ ამ უძრავ ქონებაში 7 მილიარდი (დაახლოებით $241 მილიონი) რუბლი გულუხვად გადაიხადეს. ეს იყო გარკვეულწილად ავანსი, სასტუმროში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მიერ დაგეგმილი გაუმჯობესებისთვის.

„გოდი და მე „უკრაინათი“ ძალიან ვამაყობთ, – ამბობს ილიევი. – ჩვენ შევძელით რუსეთის კულტურისა და ხელოვნების ამ უნიკალური ძეგლის აღდგენა, რათა მომავალმა თაობებმა დააფასონ თავიანთი წინაპრების მიღწევები“.

მფლობელებმა დაკეტეს „უკრაინა“ და მის მოდერნიზაციას სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდნენ. 2010 წლის აპრილში კი ხელახლა გახსნეს. ისინი სასტუმროების ფირმის, Rezidor Group-ის პარტნიორები გახდნენ, ამიტომ სასტუმროს ბრენდირება Radisson Royal-ის სახელწოდებით მოახდინეს, თუმცა ძველი ფირნიში, „უკრაინა“, კვლავ მთავარი შესასვლელის თავზეა მიმაგრებული და სასტუმროს ბლანკებისა და რეკლამის კორპორაციულ ლოგოდ რჩება.

ქურქებში ჩაცმული ქალბატონები Porsche Cayenne-იდან შიგნით შედიან, მათ ტრენჩკოუტის (ფორმალურ ვერსიაში ჩაცმული შვეიცარი ესალმება. შემდეგ, მეტალის დეტექტორის გავლით, დიდ მბრუნავ კარში გადიან და თბილ ფოიეში ხვდებიან. რაგინდ ელეგანტური უნდა იყოს „უკრაინა“, თავისი მარმარილოთი მორთული სივრცით, ის რაღაცნაირად ახერხებს სიმყუდროვის შეგრძნების გადმოცემას – ასე ვთქვათ, ეს შესანიშნავი ადგილია სიცივისგან თავის დასაღწევად. აქ, ყოფილ „ხალხის სასახლეში“, გარკვეული სიურრეალიზმის ატმოსფეროცაა. თვალში საცემი ადგილობრივები ფოიეში გადაადგილდებიან, ერევიან კონსერვატიულ საერთაშორისო ბიზნესმენებს, მეკორიდორე ბიჭებს, წითელ კოსტიუმებში ჩაცმულ სასტუმროს მომსახურე ქალებს, გაშტერებულ ტურისტებსა და დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც ადამიანთა იმ ტიპს ჰგვანან, ვინც შეიძლება დენიელ კრეიგს ეცემა ჯეიმს ბონდის ფილმში. რაღაც მომენტში გაოცებული უცხოელი სტუმარი, ფუმფულა თეთრ ხალათში, ლიფტიდან გამოდის. სართულის დაცვა მას დაუყოვნებლივ უკან მიაცილებს. აქ მყუდრო ატმოსფეროა, მაგრამ არც ამდენადმყუდრო.

სასტუმროს, მარცხენა მხრიდან, მოსკოვში არსებული Rolls-Royce-ის ერთადერთი ავტოსალონი ესაზღვრება. მარჯვენა მხრიდან, ბუტიკების რიგს რომ გასცდებით, სადაც $500-იანი პერანგები იყიდება, Tatler Club-ია განლაგებული, ლონდონში მცხოვრები რუსული კერძების მეფის, არკადი ნოვიკოვის ფორპოსტი. ეს არის ერთ-ერთი რესტორანი იმ ათი რესტორნიდან, რომელიც მეზობლად არის განლაგებული – ან „რედისონის“ ყინულმჭრელი იახტების ფლოტის ბორტებზე – რომელსაც ნისანოვი ფლობს.

„უკრაინამ“ გამოიარა გზა გამქრალი საბჭოთა დიდებიდან ტოპ-ხუთვარსკვლავიან ბიზნესსასტუმრომდე ევროპაში. მსოფლიო ტურისტული ჯილდოების (World Travel Awards) თანახმად, ეს ის ადგილია, რომელიც ლონდონურ პარფიუმერულ სახლს Penhaligon’s-ს ფულს უხდის მისი ვესტიბიულების საფირმო არომატის დაპატენტებისთვის. გასულ წელს აქ სკარლეტ იოჰანსონი გაჩერდა, მაგრამ მისთვის განკუთვნილი საპრეზიდენტო ლუქსი მან თანმხლებ პირებს გადასცა, რადგან ის მისი გემოვნებისთვის მეტისმეტად დიდი იყო. სამაგიეროდ, ეს ლუქსი ჰელი ბერიმ და ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიკიმ მოიხდინეს. ერთი რამ, რისი იმედიც ყველა სტუმარს შეიძლება ჰქონდეს – ნისანოვსა და ილიევს სასტუმროს კეთილმოწყობა ჯერ არ დაუმთავრებიათ.

„მე რეგულარულად ვესაუბრები გოდს და ზარაჰს სასტუმროში მათი საინვესტიციო პროექტების შესახებ“, – ამბობს სასტუმროს გენერალური დირექტორი ჯასპერ ჰენრიკსენი. გეგმაში შეტანილ ობიექტებს შორის იგულისხმება 18 000 კვადრატული ფუტი ფართობის მიწისქვეშა საკონფერენციო დარბაზის მშენებლობა და მდინარე მოსკოვის გასწვრივ მდებარე ელიტარული ტაილანდური რესტორნის, Blue Elephant-ის მსგავსი რესტორნების რიცხვის გაზრდა.

„რუსებს გამძაფრებული აქვთ მოთხოვნილება, რომ თავისი სიდიადის დემონსტრირება და ასახვა მოახდინონ“, – მიაჩნია ბენჯამინ სოიერს, რუსეთის ისტორიის პროფესორს ცენტრალური ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (Middle Tennessee State University), – „ჩვენ ვხედავდით ამას საბჭოთა ეპოქაში და ჩვენ ვხედავთ ამას ახლა“. სასტუმრო „უკრაინაში“ თქვენ ორივეს დანახვა შეგიძლიათ. ფოიეში დომინირებს მსხვილმასშტაბიანი სოციალისტური რეალიზმის სტილის ნახატი ოქროს ნამგლითა და უროთი, ცენტრალური ელემენტის სახით. „ეს არის უკრაინაში ხორბლის აღების ზეიმი“, – განმარტავს ჰენრიკსენი. მთელ შენობაში კიდია ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშები და ჭაღები, მაგრამ ახლა ისინი მხოლოდ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. „სასტუმრო ,უკრაინა’, – ამბობს ჰენრიკსენი, – არის კაპიტალიზმი სტეროიდებზე“.

მართლაც, „უკრაინა“ მოვლენების ცენტრშია განლაგებული. ფანჯრიდან ხედი იშლება ევროპის ყველაზე მაღალ შენობაზე, მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესცენტრში მდებარე Mercury City Tower-ზე – ადგილზე, რომელიც, როგორც მთავრობა იმედოვნებს, ერთხელაც კონკურენციას გაუწევს ფრანკფურტის საფონდო ბირჟას.

ამასობაში, თუ Radisson Royal-ში წარსულის სული დარჩა, ის ჩუმ ექოდ იქცევა. თუ თქვენ გსურთ მიეცეთ ნოსტალგიას რევოლუციის შესახებ და თან გააბოლოთ კუბური Cedros de Luxe No. 2 Romeo y Julieta-სგან, თქვენ ამას გააკეთებთ ფეშენებელურ საწარმომადგენლო სასტუმროში, სადაც თქვენ გარშემო აუღელვებლად იტრიალებენ მდიდარი სტუმრები, ფუფუნებით გაჯერებულ ქალაქში. მოგინდება იმის თქმა, რომ დღეს სასტუმრო „უკრაინა“ არის რუსული სულის სიმბოლო, რომელიც გაყოფილია წარსულსა და მომავალს შორის. შესაძლოა, სინამდვილეში ის სრულიად სხვა რამის სიმბოლოა – კაპიტალისტური მომავლის უკანმოუხედავად არჩევის სიმბოლო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *