გერმანული სუპერმარკეტების ქსელი Lidl-ი ამერიკელ თანამშრომლებს დამატებით $200 გადაუხდის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა ქსელებმაც, მათ შორის Aldi-მ და Dollar General Corp-მა.
როგორც Lidl-ში ამბობენ, მათ თანამშრომლებს აქვთ ვაქცინაციის სურვილი. ამის შესახებ შიდა კვლევაც კი ჩაატარა კომპანიამ, რომლის მიხედვითაც 10-დან რვა თანამშრომელი ამბობს, რომ მზად არის აიცრას, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.
ცნობისთვის, გერმანული სუპერმარკეტების ქსელს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 125-ზე მეტი მაღაზია აქვს.