ტაივანის მთავრობამ თეთრი სახლისგან ჩიპების დეფიციტის პრობლემაზე წერილი მიიღო

ტაივანის მთავრობამ თეთრი სახლისგან ჩიპების დეფიციტის პრობლემაზე წერილი მიიღო

ტაივანის ეკონომიკის მინისტრი ვანგ მეი-ჰუა აცხადებს, რომ მან თეთრი სახლისგან გლობალური ავტოჩიპების დეფიციტთან დაკავშირებით წერილი მიიღო. ტაივანის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვეყანაში კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მსოფლიო მასშტაბით ავტომწარმოებლები ჩიპების დეფიციტს განიცდიან დაგლობალური პრობლემის გამო რამდენიმე კომპანიის მუშაობაც კი შეფერხდა. დეფიციტმა განსაკუთრებით დააზარალა Volkswagen-ი, Ford Motor-ი, Subaru, Toyota Motor-ი, Nissan Motor-ი და Fiat Chrysler Automobiles-ი.

ტაივანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის უკვე შეხვდა კომპანიებს, რომლებიც მსოფლიოში მოქმედი ავტომწარმოებლებისთვის ჩიპების  მთავარი მიმწოდებლები არიან.

 „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი სწორედ ტაივანური კომპანია Semiconductor Manufacturing-ია, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჩიპების წარმოებას პრიორიტეტულს გახდის, რათა ავტომწარმოებლებისთვის მათი დროული მიწოდება შეძლოს.

ცნობისთვის, ტაივანის მთავრობას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გარდა, ამ საკითხზე წერილი გერმანიის ეკონომიკის მინისტრმაც მისწერა.