Tesla-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელ ილონ მასკს ახალი პოზიცია აქვს: „ტექნომეფე“

Tesla-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელ ილონ მასკს ახალი პოზიცია აქვს: „ტექნომეფე“

ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს არ ჰყავს პრეზიდენტი, მთავარი საოპერაციო ოფიცერი ან მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, თუმცა, ჰყავს „ტექნომეფე“ technoking და “მონეტების ოსტატი“ master of coin. სწორედ ეს ორი პოზიცია ანაცვლებს აღმასრულებელ ხელმძღვანელს და მთავარ ფინანსურ ოფიცერს.

„2021 წლის მარტიდან ილონ მასკის და ზაკ კირხორნის სტატუსები იცვლება როგორც Tesla-ის „ტექნომეფე“ და „მონეტების ოსტატი“. ილონი და ზაკი ინარჩუნებენ აღმასრულებელი ხელმძღვანელის და მთავარი ფინანსური ოფიცრის პოზიციებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

Tesla-ში ცვლილება არ განუმარტავთ, არც ილონ მასკს დაუწერია „ტვიტერზე“ რაიმე. ცნობისთვის, ელექტრომობილების მწაროებელს არ ჰყავს მედიასთან ურთიერთობის გუნდი, რომელიც ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხს გასცემდა.

აღსანიშნავია, რომ მასკი ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური იუმორით. მას არაერთი არაორდინარული ნაბიჯი აქვს გადადგმული. მაგალითად, ინვესტორების დასაინტერესებლად მან ერთხელ აწარმოა და გამოუშვა წითელი შორტები, ასევე ყიდდა ცეცხლმტყორცნებს, კალიფორნიაში SpaceX-ის სათავო ოფისთან კი შუა საკუნეების საგუშაგო კოშკიც კი ააშენა.

ილონ მასკი Tesla-ში აქციების დაახლოებით 20%-ს ფლობს, მისი ქონება, Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $173.3 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *