„თბილისის სტარტაპ ბიურო“ დაარსებიდან სამი წლის იუბილეს სრულიად ახალი იერსახით აღნიშნავს

„თბილისის სტარტაპ ბიურო“ დაარსებიდან სამი წლის იუბილეს სრულიად ახალი იერსახით აღნიშნავს

დაარსებიდან სამი წლის იუბილეზე „თბილისის სტარტაპ ბიურო“ სრულიად ახალი იერსახით მომავლის ბრენდს წარმოგიდგენთ. 2018 წლიდან ბიურომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მზარდი რაოდენობის სტარტაპ პროგრამების ორგანიზებით. განახლება გულისხმობს ბრენდის სახელის  – „სტარტაპ ბიურო“ (Tbilisi Startup Bureau-დან Startup Büro-მდე), ლოგოს, ფერების და ვიზუალური კომუნიკაციის ენის ცვლილებას.

„ქართული სტარტაპ სცენა უფრო და უფრო დინამიური ხდება.  ჩვენი ინოვაციური პროგრამები იყო და არის ამ რეალობის ერთ-ერთი ხელშემწყობი“ – აღნიშნა ჰაიკ ასრიანცმა, „სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებელმა. „2021 იქნება გადამწყვეტი წელი საქართველოსთვის. ახლა არის საუკეთესო დრო განახლებისთვის; ახალი ლოგო გამოხატავს ოპტიმიზმს და პოზიტივს – რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ამ გაურკვეველ დროში“.

„ბრენდის განახლება აღნიშნავს ჩვენს მზარდ წარმომადგენლობას რეგიონებში თბილისს მიღმა“ – აღნიშნა გური ქოიავამ, „სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებელმა. „ჩვენმა ბოლოდროინდელმა პროგრამებმა ბათუმში, გორში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში და საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში დაამტკიცა, რომ ნიჭიერება არის ყველგან, პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი“ ამოვიღეთ  დასახელებიდან, ის რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რეგიონებზე გაზრდილი ყურადღების პარალელურად.“

რებრენდინგი განახორციელა Watergunz-მა, ლიდერმა შემოქმედებითმა სააგენტომ საქართველოში.

„სტარტაპ ბიუროს“ შესახებ

„სტარტაპ ბიურო“ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან, რათა დაგეგმოს და განახორციელოს ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, საზოგადოებრივი შეკრებები, ტრენინგები და კონფერენციები სხვა მრავალ უნარების და შესაძლებლობების განვითარების პროგრამასთან ერთად მეწარმეებისთვის, ინოვატორების და შემოქმედებისთვის.

წლის დასაწყისში, „სტარტაპ ბიურომ“ გამოაცხადა სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება „კედარი ვენჩერსთან“, რომელიც საქართველოში წამყვანი ფონდია  სტარტაპების საინვესტიციო  მიმართულებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *