თბილისში ახალი Radisson 2021 წელს გაიხსნება

თბილისში ახალი Radisson 2021 წელს გაიხსნება

თბილისში Radisson-ის ბრენდის ახალი სასტუმრო Tbilisi City Centre 2021 წელს გაიხსნება. შესაბამისი ხელშეკრულება ბრენდთან Block Invest-მა გააფორმა. 

სასტუმრო 200 ნომერს გააერთიანებს და ის თბილისის ისტორიულ ნაწილში განთავსდება. 

საქართველოში უკვე ფუნქციონირებს რადისონის ბრენდის სამი სასტუმრო – თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. ამასთან, უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ ერთი Radisson Red-ის სასტუმროს გახსნაც.