თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატები დაჰაკეს

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატები დაჰაკეს

დღეს დილიდან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში – გადახდის აპარატებში საპროტესტო აუდიოჩანაწერია ჩართული. კერძოდ, ისმის საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, ასევე საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.

აღნიშნულის გამო, მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა დროებით გამორთო. მისივე ინფორმაციით, ხარვეზის აღმოფხვრამდე ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება,“ – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.