თებერვალში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

თებერვალში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2021 წლის თებერვალში 2020 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 3%-ით (7.7 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 12%-ით (86 მლნ დოლარით) შემცირდა.

2021 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 270 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 618 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 348 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 94 მლნ დოლარით ნაკლებია.

ორი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8%-ით, ხოლო იმპორტი 14%-ით შემცირდა. ორი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 665 მლნ დოლარია.

თებერვლის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მარტს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.