თებერვალში ფულადი გზავნილები 17.5 პროცენტით გაიზარდა

თებერვალში ფულადი გზავნილები 17.5 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის თებერვალში 2020 წლის თებერვალთან შედარებით 24 მლნ დოლარით, 17.5%-ით გაიზარდა. თებერვალში სულ 161 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თებერვლის თვის რეკორდული მაჩვენებელია.

თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 743 ათასი დოლარით ნაკლებია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.

იანვარ-თებერვალში, ჯამში, 311 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 18%-ით (48 მლნ დოლარით) მეტია.

თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან,  საბერძნეთიდან და უკრაინიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 3.5 მილიონი ლარით (12.4%-ით) შემცირდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *