თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

თებერვალში სახელმწიფო ვალი 233 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 233 მლნ ლარით გაიზარდა და 18.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 19 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 163 მლნ ლარით გაიზარდა. თებერვალში საშინაო სახელმწიფო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა.

28 თებერვლის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.96 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 872 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 575 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი