“თიბისი შენთვის” – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID 19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად, თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს. მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დამხმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ასევე ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა – “თიბისი შენთვის”, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება.
აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.
მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის მხარდასაჭერად, 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისათვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.