თიბისი კონცეპტი 360 ნაკრების მფლობელებს მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს

თიბისი კონცეპტი 360 ნაკრების მფლობელებს მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს

თიბისი კონცეპტი, ნაკრებ 360-ის მომხმარებლებს, თიბისის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ შესაძლებლობას –  მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს .

მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ტიპის ბარათისგან შედგება: Visa signature, Mastercard World Elite და საკრედიტო Ertguli Visa Signature. მეტალის ბარათების გამოშვება პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

იმისთვის, რომ გამოიწეროთ მეტალის ბარათების ნაკრების ლიმიტირებული გამოშვება, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე www.360.tbcconcept.ge და ასევე კონცეპტ 360-ის ნაკრების ფლობა.

კონცეპტ 360 არის მათთვის, ვისაც სჭირდება მეტი ფინანსური ინსტრუმენტი და გაზრდილი შესაძლებლობები საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ სამართავად.

ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს – Visa signature და Mastercard world elite, Ertguli Visa signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას.

თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ნაკრები 360 შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ინვესტიციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე.

მაღალი კლასის ბარათები – Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს.

ხოლო, Ertguli Visa Signature საკრედიტო ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ დააგროვოთ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში.

საინტერესო ღონისძიებებთან ერთად ნაკრებში ასევე შედის ექსკლუზიური და 150-ზე მეტ ობიექტში არსებული შეთავაზებები.

თუ არ ხართ კონცეპტ 360-ის მომხმარებელი, მეტალის ბარათების შეკვეთა შეგიძლიათ ნაკრების გამოწერის შემდგომ, რომლის ღირებულება შეადგენს 70₾ თვეში ან 700₾ წელიწადში.

მეტალის ბარათების გამოწერა შესაძლებელია 31 დეკემბრამდე, ხოლო მათი უშუალოდ გაცემა მოხდება 2023 წლის იანვრიდან.

თიბისი კონცეპტი არის თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურება, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან არის თანხვედრაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *