თიბისის ციფრული ბანკით თანხის  ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

თიბისის ციფრული ბანკით თანხის  ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრული ბანკით თანხის განაღდება  ბარათის გარეშე, მხოლოდ QR კოდითაა შესაძლებელი. თანხის QR კოდით განაღდება არ საჭიროებს ბარათის ბანკომატში განთავსებას, რაც არსებულ პროცესთან შედარებით, გაცილებით სწრაფი და მარტივია და კიდევ უფრო ზოგავს მომხმარებლის დროს.

ინოვაციური სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრულ ბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR ნიშანი უნდა აირჩიოს, დაასკანეროს კოდი ბანკომატის ეკრანზე, შეიყვანოს სასურველი თანხა და  ბარათი და თანხის განაღდება დაადასტუროს SMS-ით.

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენტიფიკაცია ბიომეტრიულად – თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. თანხის QR კოდით განაღდება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბანკომატიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

თანხის QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.