თურქეთიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის მოცულობამ 3 მლრდ დოლარი შეადგინა

თურქეთიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის მოცულობამ 3 მლრდ დოლარი შეადგინა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში თურქეთიდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის საერთო ღირებულებამ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. Aegean Exporters Association-ის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია საშუალება Anadolu Agency აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2020 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში თურქეთიდან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხილი და ბოსტნეული გავიდა ექსპორტზე. წელს კი იმავე პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული ექსპორტზე თურქეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, რუსეთში გავიდა. რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჯამური ღირებულება 527 მილიონი აშშ დოლარია. რუსეთის შემდეგ მოდის გერმანია 186 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციით.

რაც შეეხება პროდუქტს, ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან ექსპორტზე 220 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პომიდორი გავიდა. მეორე ადგილზე ამ მონაცემებით ბალი და ალუბალია, ხოლო მესამე ადგილს 148 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით ლიმონი იკავებს.

საინტერესოა, რომ თურქეთიდან საქართველოში ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის მაჩვენებელიც საკმაოდ დიდია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული ბოსტნეულისა და საკვებად ვარგისი ნაყოფის ჯამურმა ღირებულებამ თითქმის 4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *