თურქეთმა უკრაინის საზღვაო ფლოტისთვის პირველი „ადა კლასის“ კორვეტი დაამზადა

თურქეთმა უკრაინის საზღვაო ფლოტისთვის პირველი „ადა კლასის“ კორვეტი დაამზადა

2 ოქტომბერს თურქეთმა უკრაინისათვის განკუთვნილი პირველი „ადა კლასის“ კორვეტი ზღვაში ჩაუშვა. სტამბოლის ნავსადგომში კორვეტის ჩაშვების ღონისძიებას თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური ოლექსი ნეიჟპაპა და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ესწრებოდნენ.

„ადა კლასის“ კორვეტის, F-221-ის გამოყენება სხვადასხვა სახის მისიებში სადაზვერვო, სათვალთვალო ფუნქციებით, წყალქვეშა, ზედაპირზე თუ ჰაერში საომარ ვითარებებშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, აღნიშნული კლასის საზღვაო ხომალდებს მაქსიმალური სიჩქარის 56 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლიათ. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, კორვეტი დამოუკიდებლად 10 დღის განმავლობაში 106 ადამიანის დატევას შეძლებს. სტანდარტულად კორვეტის ეკიპაჟს 93 მეზღვაური და ავიაციის ოფიცერი შეადგენს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს თურქეთს ორი ასეთი ტიპის კორვეტი დაუკვეთა. საინტერესოა, რომ შეთანხმების თანახმად, პირველი კორვეტი შეიარაღებაში უკრაინას 2023 წლის ბოლოსთვის დაუსრულებელ მდგომარეობაში უნდა მიეღო. კორვეტის საბოლოო სამუშაოები კი უკრაინაში უნდა შესრულებულიყო. შეთანხმებას ხელი 2020 წლის დეკემბერში მოეწერა და მისი ღირებულება $256 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *