თურქეთში ადგილობრივი წარმოების პირველმა ელექტრომატარებელმა ოპერირება დაიწყო

თურქეთში ადგილობრივი წარმოების პირველმა ელექტრომატარებელმა ოპერირება დაიწყო

Turkish Railway Vehicles Industries-ის მიერ თურქეთში წარმოებულმა პირველმა ელექტრომატარებელმა ქვეყანაში ოპერირება დაიწყო. თურქეთის სახელმწიფო რკინიგზისათვის გადაცემული ელექტრომატარებლის გაშვების ცერემონიას ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც დაესწრო.

ადგილობრივი მედიასააგენტოების ინფორმაციით, მატარებელი ადაპაზარი-გებზეს მიმართულებაზე დღეში 5 რეისს შეასრულებს და დღეში 500-მდე კილომეტრს დაფარავს.

ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, მატარებელი სრულად ადგილობრივი მასალითაა წარმოებული. მატარებლის საკრუიზო სიჩქარე 160 კმ/სთ იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მატარებლის ორი პროტოტიპი და ერთი საოპერაციო ვარიანტია წარმოებული. 2024 წლისთვის ქარხანა 4 მატარებელს, 2025 წლისთვის – 15 მატარებელს, ხოლო 2030 წლისთვის 56 ელექტრომატარებელს აწარმოებს.