თვითგამოცხადებული, დე-ფაქტო „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“, იგივე „არცახის რესპუბლიკა“ არსებობას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას, სომხეთის თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა განაცხადა.
შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ყველა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი გაუქმდება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს 35-წლიანი კონფლიქტის დასრულების უკვე ოფიციალური წინაპირობაა. შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის რეგიონი უკვე ათასობით ეთნიკურად სომეხმა დატოვა და საცხოვრებლად სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდა.