Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება. ციფრული დიზაინის ფესტივალს 24 აპრილს ფაბრიკას მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს.

ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივ და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტებისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.

ფესტივალს 3 ძირითადი თემა აქვს, რომლის მიხედვითაც შეირჩა სპიკერები: 

  • UI/UX დიზაინი
  • გენერირებული დიზაინი – (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
  • Motion Design, 3D
  • AR, VR, XR

Touch RGB-ის ერთდღიანი ზეიმი დატვირთული იქნება ქინოუთ პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, პორტფოლიო რევიუთი, ვორქშოფებით, ნეთვორქინგით, ინსპირაციით, პროფესიული დისკუსიებითა და ბევრი ახალი კონტაქტით.

ღონისძიების სრული განრიგი შემდეგი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა უკვე ცნობილია ჰედლაინერების ნაწილი.

ფესტივალის ბილეთების შეძენას Super Early Bird ფასად შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://touch.ge/touchrgb25

 

მთავარი პარტნიორები: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA.

ქომუნითი პარტნიორები: Design Institute, Comm School.

მედია პარტნიორები: Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს ან ფეისბუქ ივენთს.