ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა ახლახან 2022 წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილს დუბაი იკავებს, თუმცა ის ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ტურისტული მიმართულება არაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა. საინტერესოა, რომ Tripadvisor-ის წლევანდელი ტურისტული მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ევროპისა და ტროპიკული ქვეყნების სხვადასხვა ადგილებს, ასევე უდაბნოს.
Tripadvisor-ის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში 2022 წლისთვის:
- დუბაი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ლონდონი – დიდი ბრიტანეთი
- კანკუნი – მექსიკა
- ბალი – ინდონეზია
- კრეტა – საბერძნეთი
- რომი – იტალია
- კაბო-სან-ლუკასი – მექსიკა
- სტამბული – თურქეთი
- პარიზი – საფრანგეთი
- ჰურგადა – ეგვიპტე
ტრენდული მიმართულების კატეგორია იმ ადგილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tripadvisor-ის პლატფორმაზე მოგზაურთა დადებითი მიმოხილვებისა და რეიტინგების კომბინაციაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დააფიქსირეს.
ტოპ-10 მსოფლიოს ტრენდული ტურისტული მიმართულება 2022 წლისთვის:
- მალიორკა – ესპანეთი
- კაირო – ეგვიპტე
- როდოსი – საბერძნეთი
- ტულუმი – მექსიკა
- დუბროვნიკი – ხორვატია
- იბიცა – ესპანეთი
- ნატალი – ბრაზილია
- არუშა – ტანზანია
- გორემე – თურქეთი
- სანტორინი -საბერძნეთი
ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, ამერიკის შეერთებული შტატები:
- ლას-ვეგასი – ნევადა
- ოაჰუ – ჰავაი
- მაუი – ჰავაი
- კი-უესტი – ფლორიდა
- ნიუ-იორკი – ნიუ-იორკი
- ნიუ-ორლეანი – ლუიზიანა
- სავანა – ჯორჯია
- მაიამი -ფლორიდა
- ნეშვილი – ტენესი
- სედონა – არიზონა
Tripadvisor-ი რეიტინგს იმ მიმართულებებით ქმნის, რომლებიც მის მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეთოდოლოგია ითვალისწინებდა მიმოხილვების შეფასებას 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.