TripAdvisor-მა 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დაასახელა

TripAdvisor-მა 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დაასახელა

ცნობილმა ტურისტულმა ვებპორტალმა Trip Advisor-მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაასახელა. ნუსხა ვებპორტალმა მოგზაურთა მიმოხილვების საფუძველზე შეადგინა.

ათ ყველაზე მიმზიდველ ადგილს შორის ევროპული ღირსშესანიშნაობები დომინირებს, ჩამონათვალშია ლუვრი, ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ვატიკანი და ასე შემდეგ. ათეულში ასევე მოხვდა ორი პოპულარული ტურისტული ღირსეშანიშნაობა ამერიკიდან. 

TripAdvisor-ის პრესსპიკერის, ლორელ გრიტრიქსის თქმით, ისტორიული ღირსშესანიშნაობები ტურისტებისთვის ყველა პერიოდში საინტერესო და მიმზიდველი იყო, თუმცა მათ შორის არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული და საინტერესო მიმართულებები, რომლებიც მოგზაურების ინტერესს იწვევს. 

 TripAdvisor-ის 10 ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა:

1. კოლიზეუმი – რომი, იტალია;

2. ლუვრის მუზეუმი – პარიზი, საფრანგეთი;

3. ვატიკანის მუზეუმი – რომი, იტალია;

4. თავისუფლების ქანდაკება – ნიუ-იორკი, აშშ;

5. ეიფელის კოშკი – პარიზი, საფრანგეთი;

6. საგრადა-ფამილიას ბაზილიკა – ბარსელონა, ესპანეთი;

7. ფრანგული კვარტალი – ახალი ორლეანი, აშშ;

8. ანა ფრანკის სახლი – ამსტერდამი, ნიდერლანდები;

9. უილის ტაუერი – ჩიკაგო, აშშ;

10. წმინდა მარკის მოედანი – ვენეცია, იტალია

წყარო: TripAdvaisor

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *