წელს, ფაუჩი მადლიერების დღეს შვილებთან ერთად არ გაატარებს

წელს, ფაუჩი მადლიერების დღეს შვილებთან ერთად არ გაატარებს

სადღესასწაულო სეზონის მოახლოვებასთან ერთად, ბევრი ადამიანი დაინტერესებულია ოჯახსა და მეგობრებთან ერთად შეკრება (ან მოგზაურობა) მართებული საქციელია თუ არა პანდემიის დროს.

თეთრი სახლის მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ უკვე გადაწყვიტა „ძალიან, ძალიან დახურული ოჯახური შეკრება“ ჰქონდეს, რის შესახებაც სამშაბათს ამერიკის უნივერსიტეტში გამართულ ვებინარზე განაცხადა.  

მისივე თქმით, მადლიერების დღეს ქალიშვილებთან არ გაატარებს, რადგან ისინი “ქვეყნის შორეულ ნაწილში ცხოვრობენ“, სადაც პანდემიის მაღალინფექციურობა შეინიშნება. ფაუჩის სამი ქალიშვილი ჰყავს – ჯენიფერი (34), მეგანი (31) და ალისონი (28).

“მადლიერების დღისათვის მათი ჩამოსვლა გამიხარდებოდა,“ – თქვა ვაშინგტონში მყოფმა ფაუჩიმ, – “როგორც თვითონ მითხრეს, მამა, ახალგაზრდა, ძლიერი ადამიანი კი ხარ, მაგრამ 79 წელს ვერ გაექცევი. გვინდა რომ შენ და დედას პატარა, წყნარი სადილი გქონდეთ, შეგიძლიათ Covid-ნეგატიური კარის მეზობელიც დაპატიჟოთ. ჩვენ კი Zoom-ით შემოგიერთდებით“ – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი (იგივე CDC) სტუმართა სახლში შეკრებას „მაღალი რისკის აქტივობად“ მიიჩნევს და ადამიანებს ურჩევს მადლიერების დღის სადილი მოკრძალებულად გამართონ (მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად).

რა თქმა უნდა, ყველას ოჯახური სიტუაცია განსხვავებულია, ასე რომ “თითოეული მათგანი განკერძოებულად უნდა განიხილოთ და გადაწყვიტოთ თუ სად და ვისთან გაატარებთ დროს“, – განაცხადა ფაუჩიმ.  

აშშ-ის ცენტრალურ დასავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთში, Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გახშირდა, “რაც ეპიდემიის გავრცელების მომასწავლებელია,“ – აღნიშნა ფაუჩიმ CNN-ის ეთერში. ცივი ამინდის  გამო, მეტი ადამიანი დროს შინ ატარებს, რაც ინფექციათა გადადების კონტროლს ართულებს, განაცხადა მან.  

მოგზაურებმა ინდივიდუალური რისკი უნდა გაითვალისწინონ. CDC-ის რწმუნებით, ყველაზე ნაკლებად სარისკო მგზავრობის ფორმა მანქანის გაუჩერებლად ტარებაა და ისიც მხოლოდ ოჯახის წევრებთან და, ამავდროულად, სჯობს დარჩეთ სახლში.

“უმჯობესია რამდენიმე დღით თვითკარანტინში იყოთ ანდა წასვლამდე ტესტირება რამდენიმეჯერ გაიაროთ,“ – თქვა ფაუჩიმ. მადლიერების დღის დღესასწაული სამი ან ოთხი დღე გრძელდება.

“ადამიანებს, ვინც ჩემგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ გავკიცხავ; თუმცა ყველამ საკუთარი სიტუაცია კარგად უნდა აწონ-დაწონოს,“ – განაცხადა მრჩეველმა.

ცნობისთვის, აშშ-ში მადლიერების დღე წელს, 26 ნოემბერს აღინიშნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *