ცხოვრების დონით თბილისი მსოფლოში 187-ე ადგილზეა

ცხოვრების დონით თბილისი მსოფლოში 187-ე ადგილზეა

ავსტრიის დედაქლაქი ვენა მოქალაქეებს ცხოვრების ყველაზე მაღალ დონეს სთავაზობს, – ასეთია Mercer-ის ცხოვრების დონის ინდექსის 2018 წლის შედეგი. რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 231 ქალაქს მოიცავს და ის შემდეგი ინდიკატორების მიხედვით შედგა: ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-პოლიტიკური გარემო, ჯანდაცვა, განათლება, საჯარო მომსახურება, ტრანსპორტი, დასვენება, საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვა. ერაყის დედაქალაქი ბაღდადი ცხოვრების დონით მსოფლიოში ბოლო ადგილზეა.

ცხოვრების ყველაზე მაღალი დონის პირველ 10 ქალაქს შორის 8 ევროპულია. აქედან 3-3 ქალაქი გერმანიასა და შვეიცარიაში მდებარეობს.

ვენა სიის სათავეში წელს უკვე მეცხრედ მოხვდა.

თბილისი სიაში წელს 187-ე ადგილზეა. გარდა ცხოვრების დონისა, Mercer ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრების ღირებულების ინდექსსაც. 2017 წელს თბილისი აღნიშნულ რეიტინგში 204-ე ადგილზე იყო. ყველაზე ძვირ ქალაქად კი ანგოლის დედაქალაქი ლუანდა დასახელდა.

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო სიაში 196-ე ადგილზეა. ერევანი სიაში 171-ე ადგილზეა, სტამბული 134-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.