მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ცნობილმა ადმიანებმა ერთად წელს გამოიმუშავეს $6.1 მილიარდი გადასახადების გარეშე, რაც 2019 წელთან შედარებით $200 მილიონით ნაკლებია. ამის მიზეზი კი გლობალური პანდემია გახდა, რის გამოც დაიხურა სტადიონებიც და შეწყდა მუსიკალური კონცერტებიც.
Forbes-ის მიხედვით, წელს ყველაზე მაღალანზღაურებადი ცნობილი ადამიანები კაილი ჯენერი და კანიე უესტი არიან, რომლებმაც $590 და $170 მილიონი გამოიმუშავეს. უესტმა თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გამოიმუშავა Adidas-სთან შეთანხმებით, ხოლო ჯენერმა თავისი კოსმეტიკური კომპანიის 51% აქციების გაყიდვით მიიღო უმეტესი შემოსავალი იანვარში.
სპორტსმენებს შორის ასევე დიდი შემოსავალი მიიღო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა – $106.3 მილიონი, ხოლო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ $105 მილიონი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად „სელებრითებს“ შორის ჭარბობს სპორტსმენები. თუმცა, არიან სხვებიც. მათი ათეული წელს ასე გამოიყურება:
- კაილი ჯენერი – $590 მილიონი
- კანიე უესტი – $170 მილიონი
- როჯერ ფედერერი – $106.3 მილიონი
- კრიშტიანუ რონალდო – $105 მილიონი
- ლიონელ მესი – $104 მილიონი
- ტაილერ პერი – $97 მილიონი
- ნეიმარი – $95.5 მილიონი
- ჰოვარდ სტერნი – $90 მილიონი
- ლებრონ ჯეიმსი – $88.2 მილიონი
- დუეინ ჯონსონი – $87.5 მილიონი.