წლიური ინფლაცია 10.9%-მდე შემცირდა

წლიური ინფლაცია 10.9%-მდე შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 10.9% შეადგინა. ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო, ანუ აგვისტოში 0.6% პუნქტით შემცირდა.

აგვისტოში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 7.3%, პური და პურპროდუქტები – 2.7%, ყავა და ჩაი – 1.6%, ხორცი – 1.2%. ფასები შემცირდა ბოსტნეულზე 6.6%-ით და ხილზე 11.3%-ით%. დიზელის საწვავი 9%-ია გაიაფდა, ბენზინი 6.3%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 15.8%-ით. მათ შორის, პური და პურპროდუქტები 32%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 21%-ით, ზეთი და ცხიმი 20%-ით, ყავა და ჩაი 19%-ით, შაქარი და ტკბილეული 19%-ით და ხორცი 11%-ით. საავტომობილო საწვავი 15%-ით არის გაძვირებული, კომუნალური გადასახადები 12%-ით, სასტუმროების და რესტორნების მომსახურება 15%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *