საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 12.8%-ით გაძვირდა.
ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ხილი – 2.2%, ყავა და ჩაი – 1.2%, პური – 1%, ზეთი – 0.9%. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 4.2%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძვირდა მწვანე ლობიო – 73%-ით, ატამი – 69%-ით, საზამთრო – 60%-ით, სიმინდის ფქვილი – 54%-ით, დიზელის საწვავი – 53%-ით, მარგარინი 52.5%-ით, კარტოფილი 47%-ით, პომიდორი 46%-ით. ავეჯი და საოჯახო ნივთები 8.7%-ით გაძვირდა, კაფეების და რესტორნების მომსახურება – 14%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები