Twitter-მა კორპორატიული ე.წ პოლიტიკური კომიტეტი (PAC) გააუქმა, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიური კომპანიები აგრძელებენ კანდიდატების მხარდაჭერას თავიანთი პოლიტკომიტეტების ფარგლებში.
როგორც Forbes-ი წერს, Twitter-მა კომიტეტის ანგარიშზე დარჩენილი დაახლოებით $117,179 რამდენიმე ფონდს გადაურიცხა, მათ შორის NALEO Educational Fund-ია, რომელიც არასამეწარმეო ჯგუფია და ხელს უწყობს წარმოშობით ლათინო კანდიდატების პოლიტიკაში მონაწილეობას.
ცნობისთვის, კორპორაციებს პირდაპირი წესით არ შეუძლიათ ე.წ პოლიტიკური მხარდაჭერის კომიტეტებში თანხების დონაცია, თუმცა, მათ შეუძლიათ ბიზნეს-პოლიტიკური კომიტეტების შექმნა, რომელიც სრულად დასაქმებულებისგან ფინანსდება.
Twitter-ის პოლიტიკურ კომიტეტს 2018 წლის შემდეგ არცერთი ფედერალური კანდიდატისთვის თანხა არ გაუღია. OpenSecrets-ის მონაცემებით, 2018 წელს კი კომპანიამ $10,700 გადარიცხა კანდიდატებისთვის, მათ შორის 47% დემოკრატი იყო, ხოლო 53% რესპუბლიკელი.
“პოლიტიკური გავლენა უნდა გამომუშავდებოდეს და არა იყიდებოდეს“, – განაცხადა Twitter-ის პრესსპიკერმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ის პოლიტკომიტეტს ხურავდა.