უდიდესი NFT-მარკეტპლეისი OpenSea რუს მომხმარებლებს შეზღუდვებს უწესებს

უდიდესი NFT-მარკეტპლეისი OpenSea რუს მომხმარებლებს შეზღუდვებს უწესებს

მსოფლიოს უდიდესმა NFT-მარკეტპლეისმა, OpenSea-მ რუსი მომხმარებლებისთვის შეზღუდვების დაწესება დაიწყო. როგორც ირკვევა, პლატფორმა რუს მომხმარებლებს მათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ბლოკავს, – ამის შესახებ კრიპტოთემატიკის რუსული გამოცემა Bits.Media წერს. აღსანიშნავია, რომ რუსი მომხმარებლების ანგარიშები პირველად ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიბლოკა, მაგრამ მაშინ ამის მიზეზად კომპანიამ დროებითი ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

„OpenSea საკუთარ სერვისებზე წვდომას იმ მომხმარებლებსა და ტერიტორიებს უზღუდავს, რომლებიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. მათ ჩვენი სერვისების გამოყენება, მათ შორის NFT-ების ყიდვა-გაყიდვა და გადაცემა არ შეუძლიათ. თუ დავადგენთ, რომ ცალკეული პირები ჩვენს წესებს დაარღვევენ, მათ ანგარიშებს დაუყოვნებლივ დავბლოკავთ“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ანგარიშების ბლოკირების ანალოგიური გადაწყვეტილება OpenSea-მ ამა წლის მარტშიც მიიღო, ირანის მოქალაქეების შემთხვევაში. საინტერესოა, რომ იმ დროს OpenSea-მ დაადასტურა, რომ მომხმარებლებისთვის სერვისებზე წვდომის შეზღუდვას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ავალდებულებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *