უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები

უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს ეკონომიკისთვის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები მნიშვნელოვანია. აღნიშნული სექტორი მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ 9.5%-ია. თუმცა სექტორი საერთო ჯამში მხოლოდ 3.7 ათას ადამიანს ასაქმებს. სექტორის საქმიანობა ძირითადად სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე მართვას – კომერციული ფართების გაქირავებს მოიცავს. 2022 წლის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება ₾1.24 მილიარდი იყო. გთავაზობთ უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიების სიას აქტივების, შემოსავლებისა და მოგების მიხედვით 2018-2022 წლებში.

Top 10 კომპანიის აქტივების საშუალო მოცულობის განაწილება

Top 10 კომპანიის ჯამური შემოსავალი

Top 10 კომპანიის ჯამური მოგება-ზარალი

მეთოდოლოგია

უძრავი ქონების მმართველი კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2018-2022 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიების პირველი ათეული 2022 წლის მდგომარეობით, აქტივების მიხედვით არის შედგენილი. მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე.