უკრაინამ სატელიტური ფოტოების მონაცემთა ბაზაზე წვდომის მისაღებად ICEYE-სთან კონტრაქტი გააფორმა

უკრაინამ სატელიტური ფოტოების მონაცემთა ბაზაზე წვდომის მისაღებად ICEYE-სთან კონტრაქტი გააფორმა

ცოტა ხნის წინ, სატელიტური გამოსახულების ფინურმა კომპანია ICEYE-მ ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდთან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ფონდი უკრაინის მთავრობას ICEYE-ის მიერ მიწოდებული სატელიტური ფოტოებით მოამარაგებს და თანამგზავრული მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ICEYE ფინური კომპანიაა, რომელიც სატელიტური ფოტოების სპეციალურ დარგში, სინთეზური დიაფრაგმის რადარში (SAR) სპეციალიზდება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, SAR სატელიტებს დედამიწისათვის ფოტოების გადაღება დღეში რამდენჯერმე, ღამის საათებში და ღრუბლებს მიღმაც შეუძლია. ეს კი ტრადიციული სატელიტური შესაძლებლობებისაგან განსხვავებით დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

ამიერიდან, უკრაინას სატელიტური მართვის სისტემების მქონე უპილოტო საფრენის აპარატების გამოყენება შეეძლება. შეთანხმების თანახმად, ICEYE თავისი ერთ-ერთი SAR სატელიტის სრულ შესაძლებლობებს უკრაინის მთავრობას გადასცემს. თუმცა, თავად სატელიტს ოპერირებას ICEYE გაუწევს.

გარდა ამისა, ICEYE უკრაინას SAR-ის სატელიტების ქსელზე წვდომასაც მისცემს. ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს კრიტიკულ ლოკაციებზე რადარების სატელიტური გამოსახულება მაღალი სიხშირით მიიღონ.

საინტერესოა ისიც, რომ ICEYE-ის დახმარებით უკრაინა უკვე საკუთარი დრონების, სადაზვერვო და კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების რესურსის სრულად გამოყენებას შეძლებს. SAR სატელიტები უკრაინულ დრონებს რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების მუშაობის მიუხედავად, მაქსიმალურ მანძილზე ფრენის საშუალებას მისცემს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *