უკრაინაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა და გადახდა ლეგალური გახდება

უკრაინაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა და გადახდა ლეგალური გახდება

ახალი ვირტუალური აქტივების კანონის მიღების შემდეგ, უკრაინის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის ლეგალურად ფლობა, გაცვლა და დახარჯვა შეეძლებათ. მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს კრიპტოსივრცეს უკრაინაში, სავარაუდოდ დაწევს გადასახადებს უკრაინელებისათვის და შექმნის პირობებს ახალი მომსახურებებისათვის.

ვირტუალური აქტივების კანონის დახმარებით კრიპტოვალუტების მფლობელი უკრაინელები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ. მათ ექნებათ კრიპტოაქტივების უსაფრთხოდ შენახვის, ლეგალური გაცვლისა და დეკლარირების შესაძლებლობა. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბორნიაკოვის განცხადებით, კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ვირტუალურ აქტივებს გახდეს ჩვეულებრივი მოვლენა საზოგადოებისა და მთავრობისათვის.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს სრულიად ახალი ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეინახონ კრიპტოაქტივები, გაცვალონ ან გამოიყენონ გადახდის საშუალებად. კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის პირდაპირ გადახდის საშუალებად გამოყენება შესაძლებელი არ იქნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელებს შეეძლებათ ის გადახდის საშუალებად გამოიყენონ კრიპტოვალუტის უკრაინულ გრივნაში მომენტალური გადაცვლის მომსახურების სერვისით. აღნიშნული მეთოდით სარგებლობა უცხოური ვალუტით გადახდისასაც იქნება შესაძლებელი. მაგალითისათვის, აშშ დოლარით გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, რომელიც ვალუტის კონვერტირებას მომენტალურად ახდენს.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია გასული წლის დეკემბერში წარადგინეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ივლისში კი ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტმა მის დასამტკიცებლად საბოლოო ვერსია შეიმუშავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *