მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ინვესტორებს ისეთი ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ, როგორიცაა მაგალითად ბილ გეითსი, ლებრონ ჯეიმზი და ჯორჯ ლუკასი.
ბაფეტის კონგლომერატი, რომელიც თავის მხრივ აქციებს ფლობს Apple-სა და Coca-Cola-ში, ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში. ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ ბაფეტის კომპანიამ ინვესტიციები მოიზიდა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ცნობილი და გავლენიანები არიან.
მათ შორისაა:
- ლებრონ ჯეიმზი – ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე;
 - ჯორჯ ლუკასი – „ვარსკვლავური ომების“ და „ინდიანა ჯონსის“ შემქმნელი
 - ბილ გეითსი – „მაიკროსოფტის“ შემქმნელი;
 - პოლ რაიანი – პოლიტიკოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი;
 - ალექს როდრიგესი – ბეისბოლის მოთამაშე;
 - გლენ კლოუზი – მსახიობი;
 - ჯიმი ბაფეტი – მომღერალი;
 - ბილი ბინი – ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე;
 - ორი ჰეტჩი – ყოფილი პოლიტიკოსი და სენატორი;
 - ბილი ჯინ კინგი – ყოფილი ჩოგბურთელი.
 
								
								












