ვიდეოთამაშების ჰაბად ქცევისთვის საუდის არაბეთი $38 მილიარდს გამოყოფს

ვიდეოთამაშების ჰაბად ქცევისთვის საუდის არაბეთი $38 მილიარდს გამოყოფს

საუდის არაბეთის მთავრობა მორიგ ამბიციურ მიზანს ისახავს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 38 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რათა ქვეყანაში ვიდეოთამაშების ინდუსტრია განვითარდეს და საუდის არაბეთი ერთგვარ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

მრავალმილიარდიანი ინვესტიცია მოიცავს როგორც ვიდეოთამაშების მწარმოებელი სტუდიების გახსნას, ასევე ქვეყანაში წამყვანი გეიმინგ კომპანიების მოზიდვას, მათ შორისაა: Electronic Arts, Activision-Blizzard, Nintendo და Tencent.

გარდა ამისა, საუდის არაბეთში იგეგმება კიბერსპორტის ხელშეწყობა და მსოფლიო მასშტაბის eSport ტურნირების ორგანიზება.

გლობალური გეიმინგ ინდუსტრია ამჟამად დაახლოებით 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი მოცულობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, ამ ყველაფრის ფონზე კი, ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულ სახელმწიფოს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება და ახალ ინდუსტრიებში თავის დამკვიდრება სურს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *