ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა ქვეყნებმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა 2 დეკემბერს დაწესებული სანქციების სია გააფართოვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკუს ცაჰკნას, განცხადებით, ქვეყანამ საქართველოს კიდევ 14 მოქალაქე, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაასანქცირა. ლიეტუვამ კი შეზღუდვები დამატებით 17 პირს დაუწესა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რის გამოც დამატებით 14 პირი დასანქცირდა. მარკუს ცაჰკნამ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს რეაგირებისა და ქმედებისაკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასანქცირებულ პირებს ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. შეზღუდვები მსგავსად იმოქმედებს ლიეტუვის შემთხვევაშიც.
ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სია: | ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სია: |
1. ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი | 1. ირაკლი კობახიძე – პრემიერ-მინისტრი |
2. გოგა ხაინდრავა – პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი | 2. კობა ჩაგუნავა – მოსამართლე |
3. ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი | 3. გიორგი გაბიტაშვილი – მთავარი პროკურორი |
4. მიხეილ ჩინჩალაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე | 4. ნინო ენუქიძე – მოსამართლე |
5. კახა კალაძე – თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი | 5. კახა კალაძე – თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი |
6. ვიქტორ ჯაფარიძე – პარტია “ქართული ოცნების” წევრი, სატელევიზიო არხ POSTV-ის აქციონერი | 6. კოკა კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი |
7. გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი | 7. გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი |
8. მამუკა მდინარაძე – პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი | 8. მამუკა მდინარაძე – პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი |
9. ზვიად შალამბერიძე – პარტია “ქართული ოცნების” წევრი | 9. ლელა მილდენბერგერი – მოსამართლე |
10. დიმიტრი სამხარაძე – პარტია „ქართული ოცნების“ წევრი | 10. დიმიტრი სამხარაძე – პარტია „ქართული ოცნების“ წევრი |
11. ირაკლი რუხაძე – ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი | 11. ლელა ცაგარეიშვილი – მოსამართლე |
12. კახა ბექაური – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე | 12. მანუჩარ ცაცუა – მოსამართლე |
13. შალვა თადუმაძე – მოსამართლე | 13. ზვიად ცეკვავა – მოსამართლე |
14. თეა წულუკიანი – პარტია „ქართული ოცნების“ წევრი | 14. თეა წულუკიანი – პარტია „ქართული ოცნების“ წევრი |
15. ლევან მურუსიძე – მოსამართლე | |
16. ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
ცნობისათვის, მანამდე, 2 დეკემბერს სავიზო შეზღუდვები ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ 11 პირს დაუწესა. მათ შორის არიან:
- ბიძინა ივანიშვილი – პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- იოსებ ჭელიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- ზვიად ხარაზიშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
- ვაჟა სირაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- თეიმურაზ კუპატაძე – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- მირზა კეზევაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
სანქციების შინაარსის შესახებ, გარდა სავიზო-სამოგზაურო შეზღუდვებისა, დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპასუხოდ მსგავსი ზომების მიღებას არ გეგმავს. “ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.