Virgin Atlantic-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტება

Virgin Atlantic-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტება

რიჩარდ ბრენსონის Virgin Atlantic Airways ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გამოსატანად ემზადება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. საკითხთან დაახლოებული სანდო წყაროს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა ბანკებთან და ინვესტორებთან კონსულტაციებს მართავს, ხოლო IPO-ს შემოდგომაზე გეგმავს.

თუკი ბრენსონის კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე მართლაც დაილისტება, კერძო ინვესტორები მათ შეძენას პირველად შეძლებენ, რადგან 1984 წელს დაარსებული კომპანიის საკონტროლო პაკეტს დღემდე ბრენსონის Virgin Group, ხოლო დარჩენილ 49%-ს ამერიკული გიგანტი Delta Air Lines ფლობს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო ფრენების ინდუსტრია საფუძვლიანად დაზარალდა. გამონაკლისი, არც Virgin Atlantic Airways აღმოჩნდა – ამ პერიოდში, კომპანიის ზარალმა ერთ მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა. ისე კი, 2022 წლიდან კომპანია კვლავ მოგებაზე აპირებს გასვლას, რისთვისაც მათ რიგი საჰაერო ხომალდები გაყიდეს და დამატებითი ფინანსები მოიზიდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავიაკომპანიის გარდა, რიჩარდ ბრენსონი კოსმოსური ფლაგმანების კომპანია Virgin Galactic-საც ფლობს – ამა წლის ივლისში კომპანიამ პირველი ფრენა წარმატებულად ჩაატარა. კოსმოსური ხომალდის შექმნის პროცესში, კოსმოსში ერთი მგზავრობის ბილეთი 250 ათასი დოლარი ღირდა, ხოლო ახლა ფასმა 450 ათას დოლარამდე მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ბილეთების ახალი ფასის გამოქვეყნებისთანავე, „Virgin Galactic”-ის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *