მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშავდება 70 ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, მათგან კი ლიდერი სამი კანდიდატია, სწორედ აღნიშნული სამის გამოცდა დაიწყო უკვე ადამიანებზე.
ერთ-ერთზე ჰონგ-კონგში CanSino Biologics Inc-სა და პეკინის ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტი მუშაობენ, რომელიც ახლა შემუშავების მეორე ეტაპზეა. დანარჩენი ორის გატესტვა კი ადამიანებზე უკვე დაიწყეს და მასზე ამერიკული კომპანიები Moderna Inc. და Inovio Pharmaceuticals Inc. მუშაობენ. გარდა ამისა, ისეთი ფარმაცევტული გიგანტები, როგორიცაა მაგალითად Pfizer Inc. და Sanofi ასევე მუშაობენ ვაქცინაზე, WHO-ს ინფორმაციით, მათი ვაქცინა პრეკლინიკურ ფაზაშია.
კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების პროცესი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს. წამლის ინდუსტრია იმედოვნებს, რომ ბაზარზე ვაქცინას დროულად გაიტანენ, მაშინ როდესაც ვაქცინის შექმნას, როგორც წელის 10-15 წელი სჭირდება.
კორონავირუსის შესაჩერებლად კი ერთადერთ გამოსავალს სწორედ ვაქცინის შექმნასა და მის მასობრივად გამოყენებაში ხედავენ.