Yahoo Answers 4 მაისს სამუდამოდ დაიხურება

Yahoo Answers 4 მაისს სამუდამოდ დაიხურება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კითხვა-პასუხის ვებგვერდი, Yahoo Answers-ი 4 მაისს ფუნქციონირებას შეწყვეტს. მომხმარებლები საიტზე შესვლისთანავე Yahoo-ის საწყის გვერდზე ავტომატურად გადავლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვა-პასუხის არქივიც სრულად წაიშლება.

ცნობისთვის, პლატფორმა პირველად 2005 წელს შეიქმნა. თავიდან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, მაგრამ ისეთი კონკურენტების გამოჩენისთანავე, როგორიცაა Reddit-ი, Quora და ა.შ. , Yahoo Answers-ზე აქტიურობამ იკლო, რაც მისი საბოლოოდ გაუქმების მიზეზიც გახდა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლებს მონაცემებისა და ვებგვერდზე ატვირთული საკუთარი მასალის ჩამოტვირთვა 30 ივნისამდე შეეძლებათ.

თავის მხრივ, Yahoo-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი მიზანია „კონცენტრირება იმ პროდუქტებზე, რომლებიც უკეთ ემსახურება ადამიანებს“.

Yahoo Answers-ი კომპანიის გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენდა, თუმცა მისმა პოპულარობამ წლების განმავლობაში იკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებიც შეიცვალა“, – წერია კომპანიის  ვებგვერდზე.

მეტი დეტალის გასარკვევად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს, რომელზეც დაწვრილებითაა ახსნილი, როგორ და რა ვადებში შეძლებთ მასალის ჩამოტვირთვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *