აკვამლებულები

ჯეიმს მონსიზი და ადამ ბოუენი აშშ-ის ელ-სიგარეტის ბაზარს Juul-ით აკონტროლებენ. მომდევნო ნაბიჯი მსოფლიოა.

“სიგარეტი ალბათ ყველა დროის ყველაზე წარმატებული სამომხმარებლო პროდუქტია, არადა, ის მისი გრძელვადიანად მომხმარებლების ნახევარზე მეტს კლავს, -ამბობს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ელ-სიგარეტის მწარმოებლის, Juul Labs-ის 38 წლის თანადამფუძნებელი ჯეიმს მონსიზი (ზემოთ, მარცხნივ), – ამიტომაც დავინტერესდით”.

Juul-მა (გამოითქმის, როგორც jewel – “ჯუალ”) თავისი ფლეშ-დრაივის ფორმის ხელსაწყო 2015 წელს გამოუშვა და მას მერე აშშ-ის ბაზრის დაახლოებით 70%-ს არის დაპატრონებული. Juul-ი, რომელიც ნიკოტინში შეზავებული სითხის “ნიჟარას” შესასუნთქ ორთქლად გარდაქმნის, $34.99-ად იყიდება, ხოლო ნიჟარათა ოთხი შეკვრა – $15.99-ად (ზოგ ნიჟარაში იმდენი ნიკოტინია, რამდენიც სიგარეტის მთელ კოლოფში). Juul-ის შემოსავალი, წელს, სულ მცირე, 300%-ით – თითქმის $1 მილიარდამდე – უნდა გაიზარდოს. ამასთან, კომპანია მოგებიანია და ინვესტორები მას დაახლოებით $16.3 მილიარდად აფასებენ; Forbes-ის გათვლებით, მონსიზი და მეორე დამფუძნებელი, 43 წლის ადამ ბოუენი 5-5%-ს ფლობენ Juul-ში – წილს, რომელიც თითოეულისთვის დაახლოებით $730 მილიონად ითარგმნება.

ელ-სიგარეტი უდავოდ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი – ნაკლებ ტოქსინებს შეიცავს ჩვეულებრივთან შედარებით, რომელიც, კვლევათა თანახმად, 7,000 ქიმიკატის ნაზავს წარმოადგენს. მაგრამ ელ-სიგარეტებს კრიტიკა ტინეიჯერებში მათი პოპულარობის გამო ხვდათ წილად და იმის გამოც, რომ ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი ეფექტები შესწავლილი არ არის.

მონსიზი ამაზე არ ჭმუნავს: “დიდ ხმაურს არასრულწლოვანი მომხმარებლების საკმაოდ პატარა პროცენტი ქმნის და ყურადღება გადააქვს იმისგან, რაც, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში ჩვენი დროის ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება, იყოს”.

ასეა თუ ისე, აპრილში Food & Drug Administration-მა Juul-ს მოსთხოვა დოკუმენტები სარეკლამო აქტივობებისა და პროდუქტის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ, რათა გამოიძიოს, განზრახ ხომ არ იქცევს კომპანია ახალგაზრდების ყურადღებას. მონსიზის თქმით, არასრულწლოვანი მომხმარებელი Juul-ის სამიზნე არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება.

დამფუძნებლები ახლა Juul-ის საზღვარგარეთ პოპულარობის გაზრდაზე არიან კონცენტრირებულნი. მათ ოკეანის გადაღმაც შეხვდებათ დაბრკოლებები; გასულ თვეს ისრაელმა Juul-ის ხელსაწყო აკრძალა. “ჩვენ თამბაქოს გლობალური ბაზრის 0.5%-ს წარმოვადგენთ, – ამბობს მონსიზი. – იმ პრობლემასთან, რის გადასაჭრელადაც ვარსებობთ, ფაქტობრივად, შეხება არ გვქონია”.

ჩვენ გირჩევთ

PURDUE-ს თამამი გეგმა

ათი კითხვა. ახალი ციფრული მანიფესტი

PURDUE-ს თამამი გეგმა

PURDUE-ს თამამი გეგმა

წინა სტატია

Ambassador of Quality
22 ოქტომბერი, 2018

შემდეგი სტატია

Business Association’s Joint Statement About Regulations Announced by GNB
17 ოქტომბერი, 2018
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა