ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 10 თვეში დაწესებულება 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. მისივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საერთო ჯამში 4,087 რეისი შესრულდა.
შესაბამისად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 107%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 55%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ ოქტომბერს, გასულ თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 164,176 მგზავრსა და 472 რეისს მოემსახურა. ამ შემთხვევაში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 415%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 325%-ით არის გაზრდილი.