20 საუკეთესო საშობაო ტურისტული მიმართულება 2021-ში - სიაში თბილისიცაა

20 საუკეთესო საშობაო ტურისტული მიმართულება 2021-ში - სიაში თბილისიცაა

ამერიკული Forbes-ი 2021 წლისთვის 20 საუკეთესო საშობაო ტურისტულ მიმართულებაზე წერს. სიაში თბილისიცაა.

[MAINPICTURE]

დაივიწყეთ 2020, ახლა პანდემიაა, ნაძვის ხეების სურნელთან ერთად, ჰაერში კორონავირუსი ტრიალებს,- წერს გამოცემა და გვთავაზობს უკვე დავიწყოთ ფიქრი 2021 წლის კათოლიკური შობის პერიოდზე და მომავალ საშობაო არდადეგებზე. იმისთვის რომ მოგზაურებს საშუალება მისცემოდათ უკვე მომავალი წელი დაეგეგმათ და ცოტათი იმედიანად ყოფილიყვნენ 2021-ისადმი განწყობილი, ევროპის საუკეთესო მიმართულებების ორგანიზაციამ (EBD) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და 100 000-ზე მეტ მოგზაურს 121 ქვეყნიდან სთხოვა ეპასუხათ კითხვაზე: სად ისურვებდით ევროპაში 2021 წელს კათოლიკური შობის გატარებას?

გამოკითხულთა 66% იყო ევროპიდან, ხოლო 34% დანარჩენი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ, კანადა, ავსტრალია და ჩინეთი. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო ქალაქების ტოპ ოცეული. ესენია:

1.         ბაზელი, შვეიცარია

ბაზელი მთელ შვეიცარიაში ცნობილია თავისი ლამაზი და უდიდესი საშობაო ქალაქით. საშობაო განათებებს და დეკორაციებს არამხოლოდ ქალაქის ძველ ნაწილში შეხვდებით, არამედ ყველგან. ქალაქში საშობაოდ ყოველ წელს რთავენ 100 ნაძვის ხეს, რომელიც სტუმრებს საშობაო ბაზრობისკენ ეპატიჟება.

2.         ბუდაპეშტი, უნგრეთი

წელს ბუდაპეშტმა საუკეთესო საშობაო ბაზრობების „პოდიუმზე“ ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპაში. 2021 წლისთვის კი ქალაქი კიდევ უფრო მეტად სადღესასწაულოდ იქნება მოწყობილი.

3.         პოზნანი, პოლონეთი

ეს არ არის ერთადერთი ქალაქი პოლონეთში, სადაც ყოველწლიურად საშობაო ბაზრობები იმართება, თუმცა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ევროპაში. პოზნანის საშობაო ბაზრობა ყოველთვის აოცებს ვიზიტორებს თავისი ყინულის სამყაროთი, საშობაო გასართობებით და დეკორაციებით. სწორედ პოზნანში იმართება ყინულის სკულპტურების საერთაშორისო ფესტივალიც.

4.        ვენა, ავსტრია

როგორც ყოველ წელს, 2021-შიც ვენა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ტურისტული მიმართულება ევროპაში. ის პოპულარულია როგორც ოჯახების, ასევე წყვილებისთვისაც სამოგზაუროდ, ვინაიდან მიჩნეულია რომანტიკულ ქალაქად. ვენაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან იგრძნობა საშობაო განწყობა.

5.        ბრიუსელი, ბელგია

საშობაოდ ბრიუსელი ზღაპრულ ქალაქად იქცევა ხოლმე. თუმცა, საშობაო ბაზრობები არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ ბელგიის სხვა ქალაქებშიც არანაკლებ ლამაზი და მიმზიდველია. მათ შორის გენტში, ანტვერპენსა და ბრიუგეში. საშობაო ზღაპრულ ქალაქს ბრიუსელში ყოველ წელს 2.5 მლნ ადამიანი სტუმრობს. აქ კლასიკური მუსიკის და საშობაო დეკორაციების გარდა, იხილავთ ულამაზეს ნაძვის ხეს, სასრიალო მოედანს, გამოფენებსა და საშობაო ბაზრობებს.

6.       ტრირი, გერმანია

ტრირის საშობაო ბაზრობაც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, ამ ქალაქში ყოველწლიურად კათედრალის წინ იხსნება მთავარი საშობაო ბაზრობა. “რომანტიკური ულამაზესი ატმოსფეროთი“, – ასე ახასიათებენ მას.

7.      დრეზდენი, გერმანია

დრეზდენის საშობაო ბაზრობა ყველაზე ავთენტურ და ერთ-ერთ უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს გერმანიაში. ბაზრობაზე 200-ზე მეტ ჯიხურს დგამენ, მას 3 მლნ ვიზიტორი სტუმრობს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან.

8.     მადეირა, პორტუგალია

მადეირა ევროპაში პანდემიის პირობებში ერთ-ერთ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებადაა ცნობილი. მას ასევე “ყველაზე მზიანი საშობაო ბაზრობის ქალაქის“ ტიტულიც აქვს ევროპაში. ტრადიციულად მადეირას ცენტრში ყოველ წელს ეწყობა ულამაზესი საშობაო დეკორაციები და ბაზრობა, სადაც იყიდება უამრავი რამ, დაწყებული ხილით და ეგზოტიკური ყვავილებით, დასრულებული ტრადიციული სუვენირებით და სეზონური სასმელებით.

9.    თბილისი, საქართველო

როგორც Forbes-ი წერს საქართველოს დედაქალაქი წლის ნებისმიერ პერიოდში ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ტურისტული მიმართულებაა, გამონაკლისი არც შობაა, როდესაც საშობაო ბაზრობები არაერთ ადგილას იმართება. გახსნილ ჯიხურებში კი ვიზიტორებს ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების, ქართული ტკბილეულის, ღვინის და სხვა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, იმართება მუსიკალური წარმოდგენები, თოჯინების თეატრი, ღია ცის ქვეშა ღონისძიებები და ა.შ.

10.  მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი

მანჩესტერის საშობაო ბაზრობა ერთ-ერთი უმსხვილესი და ორიგინალურია მთელ ბრიტანეთში. 1999 წლიდან დაწყებული მანჩესტერის საშობაო ბაზრობა ყოველწლიურად იზრდება, და უკვე 9 მილიონზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს.

რაც შეეხება საუკეთესო საშობაო მიმართულებების მომდევნო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

11. გოვონე, იტალია

12. ვილნიუსი, ლიეტუვა

13. ტალინი, ესტონეთი

14. ბრიუგე, ბელგია

15. პრაღა, ჩეხეთი

16. ედინბურგი, შოტლანდია

17. როტენბურგი, გერმანია

18. ნურემბერგი, გერმანია

19. ბათი, ბრიტანეთი

20. მალაგა, ესპანეთი