2014 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 2.6%-ით, 8 ათასი ჰექტარით გაიზარდა. ზრდა განაპირობა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობების ზრდამ. საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები 3.5 ათასი ჰექტარით შემცირდა.
ბოლო ცხრა წელიწადში ყველაზე მეტი (330 ათასი ჰექტარი) ნათესი ფართობი 2006 წელს იყო. შემდეგ შემცირების ტენდენცია დაიწყო და 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მიწის დამუშავების ვაუჩერების დარიგების შედეგი იყო. თუმცა, 2014 წელს ზრდა ფაქტიურად შეჩერდა.
ყველაზე მეტად გაიზარდა სიმინდის ნათესი ფართობები, რადგან საქართველოში საოჯახო მეურნეობებში ძირითადად სიმინდი მოჰყავთ.