2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

დღეს, 21 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და 38 მილიარდი ლარი (15 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ (2012 წლის შემდეგ) წლიური 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (11.2%) სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 9.2%-ით, ხოლო მეოთხეზე ტრანსპორტია 7.2%-ით.

ეკონომიკა შემცირდა სოფლის მეურნეობის (-2.7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2.7%) სექტორებში.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 17.6%-ით. მეორე ადგილზეა მრეწველობა 16.4%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.

ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2017 წელი

ეკონომიკის სექტორები

ზრდა

სასტუმროები და რესტორნები

11.2%

მშენებლობა

11.2%

საფინანსო საქმიანობა

9.2%

ტრანსპორტი

7.2%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

7.1%

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა რემონტი

6.6%

ოპერაციები უძრავი ქონებით

6.3%

დამამუშავებელი მრეწველობა

5.0%

კავშირგაბმულობა

4.2%

განათლება

3.6%

სახელმწიფო მმართველობა

3.4%

სხვა კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

3.1%

ჯანმრთელობის დაცვა

2.8%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1.8%

სოფლის მეურნეობა

-2.7%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

-2.7%

წყარო: საქსტატი