2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა

დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და 41 მილიარდი ლარი (16 მილიარდი დოლარი) შეადგინა. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.8% იყო.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (13.5%) საფინანსო საქმიანობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე კომინალური და პერსონალური მომსახურებაა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე  უძრავი ქონებით უპირატესობებია 7.2%-ით.

ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ მშენებლობაში – 3.1%-ით.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა და მრეწველობა იყო 17-17%-ით. მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.

ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2018 წელი

ეკონომიკის სექტორები

2018

საფინანსო საქმიანობა

13.5%

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

13.2%

ოპერაციები უძრავი ქონებით

12.1%

სასტუმროები და რესტორნები

9.7%

ტრანსპორტი

9.4%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

7.6%

ჯანმრთელობის დაცვა

6.2%

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

5.9%

კავშირგაბმულობა

5.8%

განათლება

3.4%

დამამუშავებელი მრეწველობა

3.2%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

2.8%

საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა

1.2%

სახელმწიფო მმართველობა

0.9%

სოფლის მეურნეობა

0.7%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

0.1%

მშენებლობა

-3.1%

წყარო: საქსტატი