საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, 10 მლნ დოლარით (8.6%-ით) გაიზარდა. იანვარში სულ 126 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც იანვრის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3 მლნ დოლარით მეტია 2019 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, ყირგიზეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1.4 მილიონი ლარით (5%-ით) შემცირდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | იანვარი, 2019 | იანვარი, 2020 | ზრდა |
იტალია | 17.5 | 21.1 | 3.5 |
უკრაინა | 1.9 | 3.6 | 1.6 |
საბერძნეთი | 13.4 | 14.9 | 1.5 |
აშშ | 12.3 | 13.6 | 1.3 |
ყაზახეთი | 1.2 | 2.0 | 0.8 |