2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 84 მლნ დოლარით (2.3%-ით) გაიზარდა და 3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია. რეზერვების ზრდა პანდემიის გამო მიღებულმა საგარეო დახმარებებმა და კრედიტებმა განაპირობა. ამავე დროს, 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 333 მლნ დოლარი გაყიდა.
3.8 მილიარდი დოლარის რეზერვებიდან 2.5 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 1.3 მილიარდი დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია.
ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მლნ აშშ დოლარი