საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. 2022 წლის დეკემბერში კი, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 11% იყო. 9.5% შეადგინა მეოთხე კვარტალის საშუალო ზრდამ.
2023 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
მონაცემთა წყარო: საქსტატი