2023 წელს იმპორტი 14%-ით, ექსპორტი კი 9.1%-ით გაიზარდა

2023 წელს იმპორტი 14%-ით, ექსპორტი კი 9.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.

გასულ წელს ექსპორტი 6.1 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

წყარო: საქსტატი