2030 წლისთვის Mercedes-Benz-ი მთლიანად ელექტრონულ მანქანებზე გადასვლას გეგმავს

2030 წლისთვის Mercedes-Benz-ი მთლიანად ელექტრონულ მანქანებზე გადასვლას გეგმავს

გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz-ი აცხადებს რომ გაზსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შეწყვეტას და 2030 წლისათვის მთლიანად ელექტრომობილების გამოშვებაზე გადასვლას გეგმავს.

ამ მიზნის მისაღწევად „მერსედესი“ 2020-დან 2030 წლამდე ჯამში $47 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე 2025 წლისთვის „მერსედესის“ გაყიდვების 50%  ბატარეებზე მომუშავე (BEV) და ფლაგ-ინ ჰიბრიდულმა (PHEV) ელექტრომობილებმა უნდა შეადგინოს. ამასთანავე, „მერსედესის“ მომხმარებლებს კომპანიის ყველა მოდელის ელექტრონული ალტერნატივის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელიც სრულად ელექტრომანქანებზე გადასვლას გეგმავს. მსგავსი მიზნების შესახებ საუბრობს General Motors-ი, Volkswagen-ი, Audi, Bentley და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *