მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმეტესობამ ნულიდან დაიწყო და ისე მიაღწია ფინანსურ წარმატებას. მეწარმეთა ფსიქოლოგიის მიმართულებით ანალიტიკოსი და თავად ანტრეპრენერი რაფაელ ბაძიაგი ხუთი წლის განმავლობაში 21 მილიარდერ ანტრეპრენერთან ინტერვიუებს წერდა, რის საფუძველზეც მან წიგნი დაწერა: “მილიონი დოლარის საიდუმლო, მილიარდერთა სიმდიდრისა და წარმატების 20 პრინციპი”.
წიგნის ავტორი წერს, თუ როგორ მოიპოვა თითოეულმა მილიარდერმა თავისი პირველი მილიონი დოლარი. წიგნის მიხედვით, ნაწილმა ბიზნესი დაიწყო, ზოგი ინვესტორი გახდა ან სხვა კომპანიისთვის იმუშავა. გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ:
მოედ ალტრადმა თავისი პირველი მილიონი ხარაჩოების ბიზნესით მოიპოვა.
ქონება: $2.6 მილიარდი
ალტრადი Altrad Group-ის დამფუძნებელია, რომელიც თავისი სერვისებით 100 კომპანიაზე მეტს უზრუნველყოფს. ალტრადი ასევე ფლობს Montpellier Hérault რაგბის კლუბს და 3 წიგნის ავტორია.
თონი თან ქაღშიონმა კვების სერვისის ბიზნესიდან ამოიღო პირველი საკუთარი მილიონი.
ქონება: $3.6 მილიარდი
ის Jollibee Foods-ის დამფუძნებელია. Jollibee Foods-ი აზიის უდიდესი კვების კომპანიაა, იგი ამუშავებს 13 სარესტორნო ქსელს და 4,300-ზე მეტ რესტორანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში.
ჯექ ქოუინმა თავისი პირველი მილიონი შემწვარი ქათმით მოიპოვა.
ქონება: $1.6 მილიარდი
ქოუინი Competitive Foods Australia-ს მეპატრონე და დირექტორია. Competitive Foods Australia ქვეყნის უდიდესი რესტორანტთა ფრენჩაიზერია, რომელმაც ავსტრალიას პირველმა გააცნო KFC-ი, Burger King-ი და Domino’s Pizza.
ძაი დონგჩინგმა პირველი მილიონი პატარა სათამაშო ჩასაბერი ინსტრუმენტებით მოიპოვა.
კაპიტალი: $1.6 მილიარდი
დონგჩინგი Alpha Group-ის დამფუძნებელია. Alpha Group-ი ანიმაციების კორპორაციაა, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას ისეთ აქტივობებში როგორიცაა გასართობი პარკები, კინოთეატრები და ოპერა. დონგჩინგს ჩინეთის Walt Disney-ს უწოდებენ.
თიმ დრეიფერმა პირველი მილიონი ვენჩურული კაპიტალდაბანდებით მოიპოვა.
ქონება: უცნობია
დრეიფერი Silicon Valley-ს მეწარმეა და ვირუსული მარკეტინგის გამომგონებლად ითვლება. დრეიფერმა დაარსა ორი ფირმა: Draper Fisher Jurvetson და Draper Associates.
სერგეი გალიცკიმ პირველი მილიონი სადისტრიბუციო ბიზნესის დახმარებით მიიღო.
ქონება: $3.4 მილიარდი
გალიცკი რუსეთის უდიდესი კვების პროდუქტების სავაჭრო კომპანიის, Магнит-ის დამფუძნებელია. Магнит-ი 17,000-ზე მეტ მაღაზიას და ჰიპერმარკეტს ფლობს.
ფითერ ჰარგრივისმა მისი პირველი მილიონი ფინანსური სერვისებით მოიპოვა.
ქონება: $3.9 მილიარდი
ჰარგრივსი დიდი ბრიტანეთის ფინანსური სერვისების სექტორის ინდუსტრიული ლიდერია. Hargreaves Lansdown-ი $120 მილიარდ დოლარამდე აქტივებს მართავს.
ფრანკ ჰასენფრაცმა თავისი პირველი მილიონი თავდაცვითი სამუშაოების დახმარებით მოიპოვა.
ქონება: $1 მილიარდი
ჰასენფრაცი Linamar-ის დამფუძნებელია. Linamar-ი ქარის ტურბინების და ძრავის სისტემებს ამზადებს. იგი ითვლება ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და შემოსავლიან კომპანიად.
ნავინ ჯაინმა პირველი მილიონი ბილ გეითსთან მუშაობით გამოიმუშავა.
ქონება: უცნობია
ნავინი არაერთი კომპანიის დამფუძნებელია; მისი მმართველობის ქვეშ არის ტექნოლოგიური კომპანიები, მაგალითდ როგორიცაა Intelius, TalentWise, Moon Express, Bluedot და Viome.
კიმ ბეომ-სუს ფინანსური წარმატება კომპიუტერულმა თამაშებმა მოუტანეს.
ქონება: $2.6 მილიარდი
ბეომ-სუ სამხრეთ კორეული ინტერნეტ კომპანიის, Kakao-ს დამფუძნებელია. Kakao-ს აპლიკაციებსა და სერვისებს მოიხმარს კორეელების 95%.
ნ.რ ნარაიანა მერზის პირველი მილიონი ტექნოლოგიამ მოუტანა.
ქონება: $2.4 მილიარდი
მერზი ინდოეთის კომპიუტერული პროგრამის შემქნელი კომპანიის, Infosys-ის თანადამფუძნებელია. Infosys-ი პირველი ინდური კომპანიაა, რომელიც NASDAQ-ის სიაში არის შეტანილი. Fortune Magazine-ის მიხედვით, მერზი ჩვენი დროის 12 საუკეთესო ანტრეპრენერს შორისაა.
მილიონის მოსაპოვებლად, უსნუ ოზინი ბანკის პრეზიდენტი იყო 13 წლის განმავლობაში.
ქონება: $1.9 მილიარდი
ოზინს 12 ქვეყანაში 75 კომპანია აქვს დაარსებული. უსნუ ასევე უნივერსიტეტის დამფუძნებელია. Finansbank-ის დაფუძნების შემდეგ, ოზინმა გააფართოვა თავისი ბიზნეს აქტივობები.
ლირიო ალბინო პარისოტომ პირველი მილიონი ელექტრონული პროდუქტების გაყიდვით მოიპოვა.
ქონება: $1.4 მილიარდი
პარისოტო ბრაზილიური ბირჟის ყველაზე დიდი ინვესტორია. მან დააარსა ამჟამად უკვე პეტროქიმიური კომპანია Videolar-ი, რომელიც აწარმოებდა აუდიო და ვიდეო ჩანაწერებსს, CD-დისკებს და DVD-ებს. ამჟამად ეს კომპანია ბრაზილიაში პლასტმასის პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია.
დაილიფ შანგვიმ პირველი მილიონი ფსიქოტროპული მედიკიმანტებით მოიპოვა.
ქონება: $7 მილიარდი
შანგვი ინდოეთი ყველაზე დიდი მედიკამენტთა მწარმოებელი კომპანიის, Sun Pharmaceuticals-ის დამფუძნებელია. დაილიფი ფარმეცევტიკის ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარია.
რონ სიმს პირველი მილიონი საყოფაცხოვრებო პროდუქტების გაყიდვამ მოუტანა.
ქონება: $1.4 მილიარდი
სიმი OSIM International-ის დამფუძნებელია და ჩინეთისა და სინგაპურის სავაჭრო ცენტრებში მეწილე. ამასთან, რონ სიმი მფლობელია კომპანიების: TWG Tee, Brookstone, Richlife და GNC.
მიჰალ სოლოლოვმა ფინანსურ წარმატებას სამშენებლო ბიზნესში მიაღწია.
ქონება: $3.2 მილიარდი
სოლოვოვს მრავალ სამშენებლო, უძრავი ქონების, და პროდუქციული სექტორის კომპანია დაუარსებია და გაუყიდია, სოლოვოვი ასევე დებს ფულს სტარტაპებში და ტექნოლოგიაში.
პიტერ სტორდალენს მილიონი დოლარი სავაჭრო ცენტრების პროექტმა მოუტანა.
ქონება: $1.4 მილიარდი
სტორდალენს სასტუმროების ქსელი აქვს, რომელცი 200 სასტუმროს აერთიანებს. ასევე მისი კორპორატიული გუნდი მუშაობს უძრავი ქონების, ფინანსების და ხელოვნების სფეროებში.
ფრენკ სტრონაქმა საავტომობილო კომპანიების გაყიდვით მიაღწია ფინანსურ წარმატებას.
ქონება: $1.5 მილიარდი
სტრონაქი მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ნაწილების მიმწოდებელი კომპანიის, Magna International-ის დამფუძნებელია. ფრენკმა ასევე დააარსა Stronach Group-ი, ამერიკაში დოღისა და იპოდრომის მფლობელი და ოპერატორი.
მანი სთულს პირველი მილიონის მოპოვებაში ინოვაციური სათამაშოების გაყიდვა დაეხმარა.
ქონება: $1.3 მილიარდი
სთული 40 ჯილდოს მფლობელი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის, Moose Toys-ის თავმჯდომარეა.
ჩიპ უილსონს პირველი მილიონი სპორტულმა სამოსმა მოუტანა.
ქონება: $4.1 მილიარდი
უილსონი Lululemon Althletica-ს და Westbeach-ის დამფუძნებელია. ორივე კომპანია გამოირჩევა თავისი სკეიტ–, სერფინგის– და სნოუბორდ–აღჭურვილობით.
საო დეუანგმა პირველი მილიონი შუშის წარმოებით მოიპოვა.
ქონება: $2.1 მილიარდი
დეუანგი შუშის სათადარიგო ნაწილების უდიდესი მწარმოებელი კომპანიის Fuyao Group-ის დამფუძნებელია.