Forbes-ის პროექტი „30-წლამდელთა სია 2025“ დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გამორჩეული საზოგადოების წევრი.
უკვე მეშვიდე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.
დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით, სპორტული მიღწევებითა თუ შემოქმედებით საკუთარ სფეროებს და ჯამში, მთელ საზოგადოებას ცვლიან.
30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგიერთმა თვითგამოხატვის გამორჩეული ფორმა მოძებნა, ზოგიც თავისი იდეით ხვალინდელ მოთხოვნებს დღეს უპასუხებს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.
30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს:
- ანტრეპრენიორები და მეწარმეები;
- საზოგადოებრივი გავლენა;
- ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
- ფინანსები;
- განათლება და მეცნიერება;
- ხელოვნება და სტილი;
- სპორტი.
„Forbes-ის 30-წლამდელები შთაგონების წყაროდ იქცნენ. ეს ახალგაზრდა ლიდერები გვაჩვენებენ, რომ სწორედ სირთულეები და კრიზისებია ცვლილებისა და პროგრესის წინაპირობა. მათი მოქმედება, ამბიცია და პრინციპულობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალს კი არ დაველოდებით, არამედ შევქმნით“ – Შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით.
წესები
თუ გსურთ 2025 წლის სიაში მოხვედრა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 30 წლის იქნებით, შეგიძლიათ საკუთარი თავი ან სხვა კანდიდატურა წარადგინოთ. ამისთვის საჭიროა:
- შეავსოთ ონლაინ განაცხადი;
- მოხვდეთ ფორბსის ე.წ მოკლე სიაში, საიდანაც ჟიური და Forbes Georgia-ს რედაქცია გამარჯვებულებს აარჩევს;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის სექტემბერში.
ნომინანტის ასაკი
2025 წლის სიაში მოსახვედრად, აუცილებელია კანდიდატი იყოს 30 წლამდე, უფრო ზუსტად კი, 2025 წლის 31 დეკემბრისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა (დაბადების წელი 1995 და შემდეგ).
აპლიკაციასთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
- სარეკომენდაციო წერილი
- უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში;
- გაცემული უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან;
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ უნდა იქნას რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია;
- სარეკომენდაციო წერილის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.
- დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათი)
- დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან ელ. ფოსტაზე under30@forbes.ge.