30 UNDER 30 • შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს და გახდით გაბედული საზოგადოების წევრი

30 UNDER 30 • შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს და გახდით გაბედული საზოგადოების წევრი

Forbes-ის 30 წლამდელთა სია 2021 დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს!

უკვე მეოთხე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია –  ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ  ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, ფორბსის რჩეული.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია  მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

„თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია.  ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა.

მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს.“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ვფიქრობ, ფორბსის 30 წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა  და ეკონომიკურ ზრდას“ – ქრეიგ კრამერი,  გალფი საქართველოს გენერალური დირექტორი.

„კონსიერჟ თბილისი უკვე მეორე წელია Forbes Georgia-ს 30 წლამდელთა დაჯილდოების ორგანიზატორია. წელს ერთობლივად პროექტის სულ სხვა საფეხურზე აყვანა დავისახეთ მიზნად. ძალიან მალე 30 Under 30 მიიღებს სრულყოფილი მედია პლატფორმის სახეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეო ფორმატებისა და სხვადასხვა არხების გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში მოხდება.

ჩვენი მიზანია 30 – წლამდელთა ფორბსის სია გახდეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არამარტო საქართველოში არამედ რეგიონშიც“ – ლიზი ხაბაზაშვილი, კონსირჟ თბილისის დამფუძნებელი.

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – გალფი

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

დამატებითი: ინფორმაცია

30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი

30 UNDER 30 | Facebook

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *